ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არიან ბავშვები.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევა, წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ბათუმისა და ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანეს.
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტებს მრავლობით ტრამვები აღენიშნებათ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.