პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვინც იმყოფებიან, შენობა უნდა დატოვონ, რის შემდეგაც გამოვაცხადებ არჩევნებს და დავტოვებ თანამდებობას - ასლან ბჟანია

16 ნოემბერი 2024, 17:58 234 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. თანამდებობიდან გადადგომის მზადყოფნა გამოთქვა.

ამის შესახებ ბჟანიამ საკუთარ მხარდაჭერებთან შეკრებაზე განაცხადა.

დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ მზადაა, ახალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.

„ამბობენ, რომ წავედი აფხაზეთიდან, მაგრამ მე აფხაზეთში ვარ. ჩვენ შევიკრიბეთ არა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩემი ძალაუფლება, არამედ, რომ შევინარჩუნოთ სახელმწიფო. მათ, ვინც იმყოფებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უნდა დატოვონ იქაურობა, რის შემდეგაც გამოვაცხადებ არჩევნებს და დავტოვებ თანამდებობას“, – განაცხადა ბჟანიამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში, უკვე მეორე დღეა, დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაიკავეს.

სოხუმში არეულობა ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც 15 ნოემბერს „რუსული ინვესტიციების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მომდევნო კვირამდე გადადო. აქციის მონაწილეები კი კანონპროექტის წინააღმდეგ კენჭისყრას ითხოვდნენ. ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ შეკრებილმა ხალხმა ჯერ ე.წ. პარლამენტის შენობის ღობე გაარღვია, შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი