ჩემთვის წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ის, რაც დღეს ცესკო-ში ვიხილეთ - სახალხო დამცველი

16 ნოემბერი 2024, 15:12 286 ნახვა

ჩემთვის წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ის, რაც დღეს ცესკო-ში ვიხილეთ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ადამიანის წინააღმდეგ.

„აღნიშნულ ფაქტს მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ. ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ადამიანის წინააღმდეგ. ეს მორალურადაც გაუმართლებელია. ჩემი აზრით, ადამიანს, რომელიც ასრულებს თავის საქმიანობას, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, შეასრულოს ის კანონის ფარგლებში თანმიმდევრულად. ასეთი დამოკიდებულება, ასეთი დესტრუქცია ამ ყველაფერს უშლის ხელს. ჩემთვის წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ის ქმედება, რომელიც ჩვენ დღეს ცესკო-ში ვიხილეთ“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს დაუდგენელი ნივთიერება შეასხა.

ფაქტზე გამოძიება შსს-მ 118-ე მუხლით დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში