ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს სავარაუდოდ, საღებავი შეასხა

16 ნოემბერი 2024, 11:27 244 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე, გიორგი კალანდარიშვილსა და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ, დავით კირთაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დავით კირთაძემ პროცედურასთან დაკავშირებით სიტყვა ითხოვა. რეგლამენტის ამოწურვის შემდეგ, ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა მიკროფონი გაუთიშა, რასაც კამათი მოჰყვა.

ამის შემდეგ, კირთაძემ კალანდარიშვილს ჭიქით შავი ფერის სითხე, სავარაუდოდ, საღებავი შეასხა.

ამ დროისთვის ცესკო-ს სხდომა შეჩერებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი