პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატები დალუქა

15 ნოემბერი 2024, 14:05 242 ნახვა

გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა  ვერიფიკაციის აპარატები დალუქა. მიზეზი მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობის უზრუნველყოფაა.

პროკურატურის ინფორმაციით, ვინაიდან გამოძიებით დგინდება, რომ ვერიფიკაციის აპარატები მუშაობს კომპლექსური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, რაც ტექნოლოგიურად და პროგრამულად უზრუნველყო ამერიკაში ლიცენზირებულმა კომპანია - „სმარტ მატიკმა“, ვერიფიკაციის აპარატებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და შემდგომი საექსპერტო კვლევები, აღნიშნული კომპანიის ჩართულობით განხორციელდება.

პროკურატურის გადაწყვეტილებას ოპოზიცია კვალის დაფარვის მცდელობად აფასებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში