დაძაბული ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში - ჯემალ გამახარიას გამოხმაურება

13 ნოემბერი 2024, 14:01 252 ნახვა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, 15 ნოემბერს, „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების" შესახებ ე.წ. კანონპროექტის რატიფიკაციისას აფხაზეთში „დიდი შეტაკება და წინააღმდეგობაა“ მოსალოდნელი. 

ჯემალ გამახარიას  აზრით, მიმდინარე პროცესებს,  სავარაუდოდ, დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას  გადაყენება მოჰყვება. ამასთან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, რუსულ მედიაში გარკვევით იკითხება ღია მუქარები აფხაზური საზოგადოების მიმართ, რომ თუ ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება, ის რუსეთის მიერ იქნება ჩახშობილი.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა სოხუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში