„დავიბრუნოთ ჩვენი ხმა“ - საპროტესტო აქცია ცესკოსთან

13 ნოემბერი 2024, 15:02 236 ნახვა

„დავიბრუნოთ ჩვენი ხმა“ - ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სადაც ქალები საპროტესტო აქციას მართავენ, კვლავ ხმაურია. მონაწილეებს შორის არიან ქალი პოლიტიკოსებიც. ისინი ცდილობდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შესულიყვნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა პოლიციელების მიერ ცესკო-სთან მდებარე ჭიშკრის ჩაკეტვას. აქციის მონაწილეები რამდენჯერმე შეეცადნენ მის გაღებას.

აქციის მონაწილეები გეგმავენ ცესკო-ს ინდივიდუალური განცხადებით მიმართონ და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში