საიას და ოპოზიციის სარჩელების განხილვა

13 ნოემბერი 2024, 14:04 277 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-ს წინააღმდეგ „ძლიერი საქართველოს“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ და საია-ს გაერთიანებული სარჩელების განხილვა მიმდინარეობს. 

მოსარჩელეები  საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას  და სხდომაზე საოლქოში ოპოზიციის   წარმომადგენლების დაკითხვას ითხოვენ. მათი განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ფარულობის პრინციპი დაირღვა.

პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს. მათ შორის ერთ-ერთი შუამდგომლობა ეხება ცესკო-ს მხრიდან იმ ხელშეკრულებების წარმოდგენას, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო ბიულეტენები დაბეჭდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში