სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“, რაგბი დიდი 10-ის მე-8 ტურის შეხვედრა სტუმრად „ყაზბეგთან“ გამართა და მეტოქე დრამატულ ბრძოლაში 34:33 დაამარცხა.
შავიზღვისპირელებმა შეხვედრაში მეტოქეს საერთო ჯამში 5 ლელო დაუდეს. გატანილი ლელოებით თავი, მანუელ რატუნიარავამ, სერგი ჩხაიძემ, ვაჟა თაგაურმა, კავეკინი ტამბუმ და რომან მახათაძემ გამოიჩინეს.
რაც შეეხება დარჩენილ ქულებს, 3 გარდასახვითა და 1 ზუსტად შესრულებული ჯარიმით გუნდს ვაჟა მიქაძე დაეხმარა.
ამ დროისთვის ბათუმი რაგბი დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ირაკლი ნინიძის გუნდი 16 ნოემბერს შინ რუსთავის „ხარების“ წინააღმდეგ ჩაატარებს.