თბილისში, ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. პროტესტის მონაწილეები მეტროსადგურ „უნივერსიტეტთან“ და მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან" შეიკრიბნენ და დედაქალაქის ქუჩებში, მსვლელობით გადაადგილდებიან.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.
აქციის მონაწილეების ნაწილი მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდა, რის შემდეგაც ფილარმონიისკენ გადაინაცვლეს.
როგორც შეკრებილები აცხადებენ, მთავარი აქცია იმ დღეს გაიმართება, როცა ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს და პარლამენტის პირველი სესია შეიკრიბება.