ოპოზიციის შეხვედრა სადამკვირვებლო მისიებთან

09 ნოემბერი 2024, 11:58 253 ნახვა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ცესკოში ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარია ENEMO, IRI, NDI და ODHIR - ის წარმომადგენლებზე. როგორც ითქვა შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მათ ინფორმაცია მიაწოდეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე  დაფიქსირებულ  დარღვევებზე, მათი თქმით დაირღვა ფარულობის პრინციპი, იყო ე.წ კარუსელი  და სხვა დარღვევები რომელზეც მნიშვნელოვანია წარმოდგენა ჰქონდეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია თუ როგორ იმუშავა და როგორ ჩაატარა არჩევნები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შეხვედრის შემდეგ დამკვირვებლებს მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში