ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის სოლისტებმა გალა კონცერტი გამართეს, რომელსაც ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. კონცერტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით გაიმართა.