ბუდაპეშტში ვიზიტი იყო ძალიან პროდუქტიული, გვქონდა მნიშვნელოვანი საუბრები ლიდერებთან თემებზე, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას - პრემიერი

08 ნოემბერი 2024, 15:15 205 ნახვა
 

ბუდაპეშტში ვიზიტი იყო ძალიან პროდუქტიული, გვქონდა მნიშვნელოვანი საუბრები შესაბამის ლიდერებთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ამისათვის, - ამის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას ჰქონდა შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე, არაწევრი, მაგრამ კანდიდატი ქვეყნების ლიდერებთან.

„რაც შეეხება შეხვედრებს, გვქონდა ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ლიდერთან, რობერტ ფიცოსთან ძალიან კარგი, მეგობრული შეხვედრა. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. რობერტ ფიცომ მიმიწვია სლოვაკეთში და მას კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. შეხვედრა მქონდა ასევე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა მასთან. შეხვედრა მქონდა სერბეთის პრემიერ-მინისტრთან, ასევე მქონდა საშუალება, შესვენებების დროს გავსაუბრებოდი ათზე მეტ ლიდერს. აქ იყვნენ როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ასევე, არაწევრი, მაგრამ კანდიდატი ქვეყნების ლიდერები. ეს არის ის, რაც მოხდა ბუდაპეშტში. მთლიანობაში იყო ძალიან პროდუქტიული ეს ვიზიტი. გვქონდა მნიშვნელოვანი საუბრები შესაბამის ლიდერებთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ამისათვის“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი