გაერთიანებული ოპოზიცია ევროკავშირის ელჩს შეხვდა 

08 ნოემბერი 2024, 14:16 219 ნახვა

„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩს  შეხვდნენ. მათი ინფორმაციით, დიპლომატთან შეხვედრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს შეეხებოდა.

აუდიენციის დასრულების შემდეგ კი განაცხადეს, რომ მომზადდა ანგარიში, რომელიც არჩევნებზე სისტემურ დარღვევებს აღწერს და ის ბრიუსელში გასაგზავნად სწორედ პაველ  ჰერჩინსკის გადაეცემა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში