ირაკლი კობახიძე ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს იმედით უყურებს

07 ნოემბერი 2024, 22:11 279 ნახვა

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო დღის წესრიგი, გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკაშირის წევრი ქვეყანა, –  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მონაწილეობისას განუცხადა ჟურნალისტებს

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, საქართველო იქნება უფრო მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა თუ ნებისმიერი სხვა სფერო.

„ამ არჩევნებზე, სხვა საკითხებთან ერთად, გადაწყდა ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი. თქვენ იცით, რა გეგმები ჰქონდა ოპოზიციას და, საბოლოო ჯამში, ამ გეგმების არგანხორციელება იყო გადამწყვეტი იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სვლა ევროკავშირისკენ. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო დღის წესრიგი, გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკაშირის წევრი ქვეყანა. კიდევ ერთხელ, ძალიან მყარად შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უფრო მომზადებული იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, საქართველო იქნება უფრო მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა თუ ნებისმიერი სხვა სფერო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში