„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საჭიროა არგუმენტირებული შენიშნვები

07 ნოემბერი 2024, 21:04 252 ნახვა

ვინმეს თუ პრეტენზიები აქვს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, კონკრეტულად უნდა გვითხრას, რომელი მუხლი და ნორმა არ მოსწონს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.

კობახიძის თქმით, საჭიროა არგუმენტების დასახელება.

„მაგალითად, რომ დავიწყოთ საუბარი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. აქ საუბარია ელემენტარულ საკითხებზე. არის ბანალური თემა, უნდა გავარკვიოთ, საბოლოო ჯამში, კაცი კაცია თუ არა, ქალი ქალია თუ არა. ამაზეა რეალურად საუბარი, რომ ასეთი საკითხები მყარად იყოს გაწერილი. ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს ასე არ არის. ნებისმიერ მამაკაცს, მთელ რიგ ქვეყნებში, შეუძლია, უცებ გადაეწეროს ქალად, მერე დაბრუნდეს კაცად, ეს არის უზრუნველყოფილი არაერთი ევროპული ქვეყნის კანონმდებლობებით. ჩვენი კანონი ეხება ზუსტად ამას, ამის თავიდან არიდებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სრული სიმახინჯე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება კანონმდებლობა, რომელიც ასეთი განვითარებისგან დაიცავს ჩვენს ქვეყანას, დაიცავს ლგბტ პროპაგანდისგან სკოლებს, ბავშვების დაცვაზეა საუბარი და ელემენტარულ საკითხებზე. თუ ვინმეს პრეტენზიები აქვს ამ კანონთან დაკავშირებით, მაშინ კონკრეტულად უნდა გვითხრას, რა არ მოსწონთ ამ კანონთან დაკავშირებით, რომელი მუხლი და ნორმა არ მოსწონთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში