ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი

07 ნოემბერი 2024, 18:01 225 ნახვა

ევროპის პოლიტიკური საზოგადოება უნგრეთშია. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს მასპინძლობს ბუდაპეშტი , სადაც იმყოფება დელეგაცია საქართველოდან. სამიტს ასევე ესწრება 40- ზე მეტი ლიდერი, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაფართოების პაკეტში შემავალი ქვეყნების წარმომადგენლები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა.
საქართველოს პოლიტიკურ რუკაზე კი ამ მხრივ განსაკუთრებული როლი აქვს, რადგან დღის წესრიგშია შუა დერეფნის პოტენციალის საკითხი. უკვე ცნობილია, რომ ირაკლი კობახიძე ისაუბრებს ასევე საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზეც, დაგეგმილია პრემიერ - მინისტრის სიტყვით გამოსვლა სამიტის დასკვნით პლენარულ სესიაზე. სამიტი ერთდღიანია და ის დღესვე დასრულდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში