"სარფში" მებაჟე ოფიცრებმა 14 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს

07 ნოემბერი 2024, 12:37 241 ნახვა

შემოსავლების სამსახურის „სარფის” საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, ავტობუსის სალონში, წინასწარ მოწყობილ სამალავში ორ შეკვრად დაფასოებული 14.0967 კილოგრამი არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

უწყების ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 35 382.72 ლარი შეადგინა.

მათივე განმარტებით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში