ესპანეთში რეკორდული რაოდენობის კოკაინი ამოიღეს 

07 ნოემბერი 2024, 10:01 176 ნახვა

ესპანეთის პოლიციამ რეკორდული რაოდენობის  კოკაინის კონფისკაცია მოახდინა მას შემდეგ, რაც ალხესირასის პორტში ეკვადორიდან გამოგზავნილ კონტეინერში ბანანის შეფუთვებში დამალული 13 ტონა ნარკოტიკი იპოვა. ახალმა აღმოჩენამ  ესპანეთში დაფიქსირებული წინა რეკორდი მოხსნა. 

2023 წელს 9,4 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს, ასევე ალხესირასში, რომელიც სიდიდით  მეოთხე საკონტეინერო პორტია ევროპაში.

"აშკარაა, რომ ეს 13 ტონა კოკაინი მხოლოდ ესპანეთის ბაზრისთვის არ იყო განკუთვნილი. ესპანურ ბაზარს არ შეუძლია ამდენი ნარკოტიკის ერთდროულად დამუშავება. ეს ნარკოტიკი გამიზნული იყო მთელ ევროპაში გასავრცელებლად" - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში