ტრამპი ირჩევს მშვიდობას

06 ნოემბერი 2024, 22:11 265 ნახვა

მე არ ვაპირებ ომების დაწყებას, ომების შეჩერებას ვაპირებ, – ასე მიმართა აშშ-ს  ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საზოგადოებას სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს, წლებია, ომები არ ჰქონია.

„ჩვენ საღი აზრის მქონე პარტია ვართ. ჩვენ გვსურს საზღვრები, უსაფრთხოება, საქმე რომ იყოს კარგად, უსაფრთხოდ. გვსურს კარგი განათლება, ძლიერი და გავლენიანი შეიარაღებული ძალები, იდეალურ შემთხვევაში, არ მოგვიწიოს მათი გამოყენება. წლებია, ომები არ გვქონია. ჩვენ არ გვქონია ომები, პირიქით, რეკორდულ დროში დავამარცხეთ „ისლამური სახელმწიფო“, მაგრამ ომები არ გვქონია. ამბობდნენ, ის ომს დაიწყებსო. მე არ ვაპირებ ომის დაწყებას, ომების შეჩერებას ვაპირებ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში