საქართველო მსოფლიო კალენდარზე - ''Check in Georgia''

07 აპრილი 2016, 00:00 9422 ნახვა

პროექტ "ჩექინ ჯორჯიას" ფარგლებში, საქართველოს ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ხოსე კარერასი ეწვევიან. ''ჩეკ ინ ჯორჯია" იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი, თავისი შემადგენლობით და ხანგრძლივობით. კონცერტები 24 აპრილს დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს 27 მაისს შეუერთდება მსოფლიო ვარსკვლავი რობი უილიამსი, 7 ივნისს ბათუმში Aჩამოვა ცნობილი ჯგუფი მარუნ ფაივი, ხოლო 18 ივლისს ქუთაისს, ხოსე კარერასი ესტურმება. ჯამში ,,ჩეკ ინ ჯორჯიას" ფარგლებში სხვადასხვა სახის 35 ღონისძიება გაიმართება საქართველოს 18 ქალაქში. ,,ჩეკინ ჯორჯიას" პარალელურად ზღვისპირა ქალაქში ასევე იქნება ჰით ბათუმი. რაც ეხება ბიუჯეტს, 29 მილიონია გათვალისწინებული ,,ჩეკ ინ ჯორჯიასთვის", რომელიც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა, ასევე მინისტრის განმარტებით, მთავრობა სასპონსორო პაკეტებზეც მუშაობს. 

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში