სახალვაშოს სკოლის რეაბილიტაცია

14 აპრილი 2017, 00:00 3466 ნახვა

პროექტის “საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების’’ ფარგლებში,  სახალვაშოს სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 20 მაისს დასრულდება. გარემონტდება, სკოლის სახურავის ნაწილი და დაზიანებული ფასადი. კეთილმოეწყობა სასადილო და ეზო.

რეაბილიტაციისთვის  57 ათას 524 ლარი დაიხარჯება.   წელს რეგიონში   32 სკოლისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა და რეაბილიტაციაა გათვალისწინებული. სამუშაოებისთვის 6 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. 

უწყება  3 წელიწადში  რეგიონში არსებული ყველა საჯარო სკოლის აღდგენასა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვას გეგმავს.

ამავე კატეგორიაში