ესპანეთში სტიქიამ 51 ადამიანი იმსხვერპლა

30 ოქტომბერი 2024, 13:50 322 ნახვა

51 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად, რომელმაც  ესპანეთის აღმოსავლეთ  ვალენსიას რეგიონი მოიცვა. ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა  გზები და ქალაქები. 

ნიაღვარმა ხიდები და მანქანები წაიღო, საგანგებო სამსახურები დაკარგულების მოსაძებნად დრონებს იყენებენ. მაშველები ზოგიერთ რაიონებამდე მიღწევას ვერ ახერხებენ. 

ვალენსიაში განგაშის უმაღლესი, წითელი დონეა გამოცხადებული, ხოლო ანდალუსიის ნაწილში განგაშის მეორე დონე მოქმედებს.

წყალდიდობამ ტრანსპორტისა და   სარკინიგზო მიმოსვლები შეაჩერა,  შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, გაუქმებულია სპორტული ღონისძიებები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი