არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ საქართველოში არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული - პიტერ სიიარტო

29 ოქტომბერი 2024, 16:55 246 ნახვა
 

არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ საქართველოში არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული. ყველაფერი ნათელია, ოპოზიციას რომ გაემარჯვა, დემოკრატიასთან დაკავშირებით საქართველოში პრობლემა არ იქნებოდა, რადგან მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, რომელიც არის მშვიდობის მომხრე, ტრადიციული ოჯახის მხარდამჭერი, სწორედ ამიტომ არის არჩევნებზე ბრალდებები, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„ოპოზიციას რომ მოეგო, პრობლემები არ იქნებოდა. თუ მემარჯვენე პარტიები, კონსერვატორები ან სუვერენიტეტის მომხრეები იმარჯვებენ, მხოლოდ მაშინ არის ხოლმე სისტემური პრობლემები დემოკრატიასთან. ლიბერალები თუ იგებენ, ყველაფერი კარგადაა და მზე ანათებს.

ჩვენ გვყავდა დამკვირვებლები უნგრეთიდან საქართველოში. მათ მკაფიო ანგარიში გამოაქვეყნეს, რომ ეს იყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები. ჩვენ გვჯერა უნგრელი დამკვირვებლების. ესაა ფაქტი“, - აღნიშნა სიიარტომ.

ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ, სიიარტომ აღნიშნა, რომ პროცესის გაყინვა სამარცხვინოა.

„ეს სრულად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან ბრიუსელელებს აქ სხვა მთავრობა სურდათ. ეს ფაქტია. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება“, – განაცხადა სიიარტომ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი