ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ყველა საარჩევნო ოლქისა და უბნის შედეგების მიხედვით, XI მოწვევის პარლამენტში, ე.წ. ნამდვილი ხმების მიხედვით, 148 მანდატი განაწილდა, 2 გადაუნაწილებელი მანდატი კი საუკეთესო შედეგის მქონე „ქართულ ოცნებასა“ და გვარამია-მელიას კოალიციაზე „ცვლილებისთვის“ იყოფა.
5%-იანი ბარიერი ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. მათ შორის სადეპუტატო მანდატები ასე ნაწილდება:
“ქართული ოცნება“ – 89 მანდატი (1 120 140 ხმა, 53.936%)
,,კოალიცია ცვლილებისთვის'' გვარამია მელია გირჩი ,,დროა'' - 19 მანდატი (229 161 ხმა; 11.034 %)
“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ – 16 მანდატი (211 120 ხმა; 10.166%)
“ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 14 მანდატი (182 949 ხმა; 8.809%)
“გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი (161 336 ხმა; 7.769%).
3 111 საარჩევნო უბნიდან 3 110 უბანი დათვლილია. გაუქმდა მარნეულის საარჩევნო ოლქის ფარგლებში არსებული ერთი საარჩევნო უბანი.