რუსეთი მზადაა განიხილოს წინადადებები საქართველოსთან კონტაქტების გაფართოების შესახებ - ლავროვი 

29 ოქტომბერი 2024, 10:44 495 ნახვა
00:00
00:00

რუსული მხარე მზადაა განიხილოს შესაძლო წინადადებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტების გაფართოებასთან დაკავშირებით, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ჩვენ ახლა არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რადგან საქართველოს წინა ხელმძღვანელობამ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ და ქართულ მხარეს გვაქვს წარმომადგენლობები ერთმანეთის ტერიტორიაზე შვეიცარიის საელჩოში ინტერესების განყოფილების სახით“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, რუსი დიპლომატები, რა თქმა უნდა, განიხილავენ წარმოშობილ საკითხებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი