საპროტესტო აქცია პარლამენტთან

29 ოქტომბერი 2024, 08:39 187 ნახვა

არჩევნების შედეგების გაუქმება და ხელახალი არჩევნების ჩატარება - ამ მოთხოვნით პარლამენტის წინ საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა.

ხმების დასაცავად ოპოზიციასთან ერთად ახალგაზრდები და სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ითხოვენ განმეორებითი არჩევნების ჩანიშვნის შემთხვევაში პასუხისმგებლობა საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ აიღოს.

აქციაზე შეკრებილებს სცენიდან საქართველოს პრეზიდენტმა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა მიმართეს.

ოპოზიციური პარტიები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავენ, ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება შემდეგი აქცია.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში