არჩევნები სანიმუშოდ, სამაგალითოდ ჩატარდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც - ლევან დავითაშვილი

28 ოქტომბერი 2024, 13:08 261 ნახვა

არჩევნები სანიმუშოდ, სამაგალითოდ ჩატარდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ საარჩევნო პროცესში რაიმე დარღვევა დადასტურდა, მნიშვნელოვანია, რომ რეაგირების გარეშე არ იყოს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არცერთი დარღვევა, თუ ასეთი დადასტურდა, რეაგირების გარეშე არ იყოს. ჩვენ მუდმივად უნდა ვაუმჯობესებდეთ ჩვენს პოლიტიკურ პროცესებს. არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდს ეხება ეს, მაგრამ განსაკუთრებით საარჩევნო პროცესებს. 3 111 უბანი იყო და ფაქტობრივად არ იყო არათუ დარღვევა, სანიმუშოდ, სამაგალითოდ ჩატარდა.

 

არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც სანიმუშოდ, სამაგალითოდ, მაღალ დონზე ჩატარდა, ორგანიზაციული კუთხითაც, მათ შორის ინოვაციების ეფექტურად გამოყენების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, არჩევნები ჩატარდა წარმატებით, თუმცა ყველა ის ხარვეზი, რომელიც დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, რეაგირებას საჭიროებს“,- განაცხადა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, ქართველი ხალხის არჩევანი არის ერთი და ესმით, რომ ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, თუ სურვილები განსხვავებულია ქართველი ხალხის არჩევანისგან.

მისივე თქმით, პრეზიდენტის აქტიურობა, პრეზიდენტის ინსტიტუტის შესაფერისი არ არის.

„სამწუხაროდ, ეს ახალი არ არის. საარჩევნო კამპანიის დროს ხშირად გვესმოდა მოწოდებები, განცხადებები და პრეზიდენტის აქტიურობა, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტის შესაფერისი არ არის. ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ერთი და გვესმის, რომ ოპოზიციის სამოქმედო გეგმა თუ სურვილები განსხვავებულია ქართველი ხალხის სურვილისგან და არჩევანისგან, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტიც ამ არჩევანის ნაწილია“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი