ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კოსტიუმირებული მუსიკალური პერფომანსი გაიმართება. კლასიკური მუსიკის მოყვარულებს, პროექტ „დებიუტის“ ფარგლებში, ბათუმელი მომღერლების მიერ სხვადასხვა ცნობილი ოპერებიდან შესრულებული არიებისა და დუეტების ნაწყვეტების მოსმენა შეეძლებათ.
პროექტის ფარგლებში, სპეციალურად მოწვეულ იქნა რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე. დებიუტანტებს პარტნიორობას საოპერო დასის წამყვანი სოლისტი ირაკლი კახიძე გაუწევს.
პროექტ "დებიუტის" კოსტიუმირებული პერფომანსი 27 აპრილს, ბათუმსი მუსიკალურ ცენტრში გაიმართება.
.