უბნებზე საარჩევნო პროცედურები რიგი დარღვევებით მიმდინარეობს - ნიკა ქაშიბაძე

26 ოქტომბერი 2024, 10:11 257 ნახვა
 
 
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. სპიკერმა, ნიკა ქაშიბაძემ აჭარაში არსებულ უბნებში, 10 საათის მონაცემებით არსებული ვითარება შეაჯამა.
 

მისი განცხადებით, უბნებზე საარჩევნო პროცედურები რიგი დარღვევებით მიმდინარეობს.

ქაშიბაძის მტკიცებით, უბნებთან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი. როგორც იგი აცხადებს რამდენიმე უბანზე ამომრჩევლებზე ზემოქმედების ფაქტი დაფიქსირდა.

"ქობულეთში, 57-ე უბანი გაჩერდა. აპარატი ვერ ღებულობდა ბიულეტენს. ელექტრონული აპარატები არ მუშაობს გამართულად, რის გამოც, იქმნება რიგები, დამკვირვებლებს კი ხელს უშლიან რომ დააკვირდნენ რეგისტრატორების უკან არსებულ სარეგისტრაციო აპარატებს.

 

ქედაში ადგილი ჰქონდა კაბინაში ფოტოების გადაღებას. კერძოდ, მე-11 უბანზე.

 

ბათუმში, 71-ე უბანზე არ შეუშვეს დამკვირვებელი. დაგვიანებით გაიხსნა ზოგიერთი უბანი და შეიქმნა ქაოსი. მათ შორის, მე-15 უბანზე. 

 

უბნებთან მობილიზებულნი არიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და ზეწოლას ახდენენ ამომრჩევლებზე", - განაცხადა ბრიფინგზე  ქაშიბაძემ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში