“სამართლიანი არჩევნების” წინასაარჩევნო გარემოს შეფასება

25 ოქტომბერი 2024, 14:01 216 ნახვა

ისფედმა წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მმართველი პარტია  სარგებლობდა  მნიშვნელოვანი უპირატესობით მის მხარეს არსებული ადმინისტრაციული რესურსების გამო. 

ამბობენ, რომ ადგილი ჰქონდა საარჩევნოდ მოტივირებული არაერთი სოციალური, ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული პროგრამისა და პროექტის ინიცირებას და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მმართველი პარტიის სააგიტაციო  ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას. მათი განცხადებით, წინასაარჩევნო  გარემო დააზიანა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვების/დამუშავებისა და მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების სავარაუდო  შეგროვების ფაქტებმა, რაც  ორგანიზაციის შეფასებით, წარმოადგენს ამომრჩეველზე   ზეწოლისა და ამომრჩევლის ნების გამოხატვისთვის ხელის შეშლის მცდელობას. 

ასევე აღნიშნეს, რომ კამპანიის დროს დაფიქსირდა ფიზიკური  ძალადობის,  საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის, მუქარის ან/და დაშინების, პარტიის ოფისში შეჭრისა და მისი დაზიანების მცდელობის, პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული პირების დაკავებისა და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები.  

ორგანიზაციას არჩევნებზე  1500  დამკვირვებელი  ეყოლებაც, მათ შორის  საზღვარგარეთ. 

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი