ბათუმში დღეს "წითელი ცხვირების" საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქციის მიზანი, წითელი ცხვირების გაყიდვის შედეგად შეგროვებული თანხით, სახლის აშენება ან ყიდვაა. სახლში სულ იქნება ტანსაცმელი, საკვები და საჭირო ნივთები მათთვის, ვისაც ყიდვის საშუალება არ აქვს. აქციის ორგანიზატორი აკაკი სინჯიკაშვილი იყო, რომელიც წლებია ქველმოქმედებას დამოუკიდებლად ეწევა. სლოგანით "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს", იგი სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობას ახორციელებს.