ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა ,,შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე” -ISSN 2960-9208 - საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში ERIH PLUS (Humanities and Social Sciences) ინდექსაცია მოიპოვა.
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე” 2022 წელს დაარსდა.
ჟურნალის სამეცნიერო სფეროები და მიმართულებებია: ისტორია, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია, სოციოლოგია, არქეოლოგია, ლინგვისტიკა, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, რელიგიის ისტორია და სხვა;
ჟურნალის ელექტრონული მისამართი შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე.