წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შედეგები

24 ოქტომბერი 2024, 14:01 209 ნახვა

რუსული სტილის კანონის მიღება და მისი თანმდევი მოვლენები, გენდერული დისბალანსი პარტიულ სიებში, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებები, სიძულვილის ენის გამოყენება და ძალადობის წაქეზება, ასევე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები - საიას შეფასებით წინასაარჩევნო პერიოდი მაღალი პოლარიზაციის ფონზე, არათანაბარ გარემოში წარიმართა.

ორგანიზაციის განცხადებით, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებმა და გამოკვეთილმა უარყოფითმა ტენდენციებმა წინასაარჩევნო პროცესებზე დამაზიანებლად იმოქმედა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია 2024 წლის აპრილიდან დაიწყო და ამ დრომდე სამი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში