გვაქვს ორი ეროვნული ამოცანა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად აღმოფხვრა - პრემიერი

24 ოქტომბერი 2024, 12:45 177 ნახვა
 

გვაქვს ორი ეროვნული ამოცანა, ესენია - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, 4 პროცენტს ჩამოსცდება სიღარიბის მაჩვენებელი 2028 წლისთვის. მისივე განცხადებით, რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, შერიგების გარეშე გამთლიანება ვერ შედგება.

„სიღარიბის აღმოფხვრის ნაწილში, რა თქმა უნდა, უფრო მეტია უშუალოდ ჩვენზე დამოკიდებული. როგორც უკვე ითქვა, 4 პროცენტს ჩამოსცდება სიღარიბის მაჩვენებელი 2028 წლისთვის და საშუალოვადიან პერსპექტივაში, საბოლოოდ, ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ ამ მაჩვენებლის განულებას, სიღარიბის სრულად აღმოფხვრას. რაც შეეხება მეორე ეროვნულ ამოცანას – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, აქ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გლობალურ და რეგიონულ ტენდენციებზე, განვითარებაზე, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ ეროვნული ამოცანის შესრულებაც არის აბსოლუტურად რეალური. კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი მშვიდობიანი პოლიტიკის, სამშვიდობო პოლიტიკისა და შერიგების მნიშვნელობას. შერიგების გარეშე გამთლიანება ვერ შედგება. ჩვენი თვითმიზანი არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, როგორც ასეთი, პირველ რიგში, ბუნებრივია, ჩვენი ამოცანა არის ურთიერთობების აღდგენა ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან, ამ მიმართულებით მომავალში ძალიან ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. გეგმები არის ძალიან ამბიციური, დანარჩენი გადაწყდება 26 ოქტომბერს და დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება იქნება სწორედ ისეთი, როგორიც წაადგება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას,“- განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი