''ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა'' სიებში ე.წ. მკვდარ სულებზე საუბრობს 

24 ოქტომბერი 2024, 10:50 202 ნახვა

ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებენ „ქართულ ოცნებას“   “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაში“ და ამომრჩეველთა სიებში გარდაცვლილების არსებობაზე საუბრობს. ოპოზიციური პარტიის ოფისში მორიგი ბრიფინგი გაიმართა.

საარჩევნო პრესსპიკერის  ნიკა ქაშიბაძის განცხადებით, აჭარის  საჯარო სკოლებში, დირექტორებმა მშობლებს, სხვადასხვა მიზეზით პირადობის დამადასტურებელი მოწმობები მიატანინეს და უკან აღარ უბრუნებენ. ერთ-ერთი ასეთი ქაშიბაძის მტკიცებით, სოფელ აჭარისწყლის სკოლაა.

ამის გარდა, ოპოზიციაში საუბრობენ ასევე ე.წ. „მკვდარ სულებზე“  და აცხადებენ, რომ ოჯახებს გარდაცვლილი წევრების სახელზე ამომრჩეველთა ბარათები მისდით. ასეთ უბნად დაასახელეს, ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანი, სადაც მათი ინფორმაციით, რამდენიმე გარდაცვლილი პირია სიაში. 

ინფორმაციას ვაზუსტებთ, როგორც ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ისე აჭარის განათლების სამინისტროსთან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში