შალვა პაპუაშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონზეც გააკეთა განმარტება და თქვა, რომ ქართული კანონის „რუსულ კანონად“ დაბრენდვა სტრასბურგის სასამართლომ ხუხულასავით ჩამოშალა. ქვეყნის პირველი კანონმდებლის განცხადებით ქართული კანონის „რუსულ კანონად“ დაბრენდვა საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული სპეცოპერაცია იყო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კი რუსეთში მოქმედ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით, პაპუაშვილის ტქმით პასუხი გასცა ყველა იმ აქტორს, რომელიც ცრუ ნარატივებს ავრცელებდა საქართველოს მისამართით.