სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ხულოში

23 ოქტომბერი 2024, 15:01 306 ნახვა

ხულოში ოქტომბრის დიდთოვლობის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. მერის მოვალეობის შემსრულებელი სოფლებში მონიტორინგს ატარებს. ამ დროისთვის არ ფიქსირდება ზვავი და მეწყრული პროცესი. ძირითად გამოწვევად რჩევა დაუბინავებელი მოსავალი, მრავალწლოვანი კულტურებისა და ელექტროსადენების დაზიანება. 

მოსახლეობის ნაწილს მესამე დღეა შუქი არ მიეწოდება. პრობლემაა წყლის მიწოდების მხრივაც. დაზიანებულია ცენტრალური მაგისტრალური ქსელი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სპეციალურ რეჟიმში მუშაობენ ელექტრიკოსებიც,  ენერგოკომპანიის ინფორმაციით  დამატებითი ბრიგადები სხვა რეგიონებიდანაც ჩართული არიან პროცესში.

ლენა ჭაღალიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში