ჩვენ ტექნიკურად გადავაყენებთ სალომე ზურაბიშვილს დაახლოებით ერთ თვეში და აქედანვე შეუძლია, დაგეგმოს თავისი ტექნიკური მომავალი - პრემიერი

22 ოქტომბერი 2024, 15:11 283 ნახვა

ჩვენ ტექნიკურად გადავაყენებთ სალომე ზურაბიშვილს დაახლოებით ერთ თვეში და აქედანვე შეუძლია, დაგეგმოს თავისი ტექნიკური მომავალი, უკვე დეკემბრიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის აბსოლუტურად უინტერესო მოვლენა ქართულ პოლიტიკაში.

„სალომე ზურაბიშვილი არის აბსოლუტურად უინტერესო მოვლენა ქართულ პოლიტიკაში, მას არც რეიტინგი აქვს, არც პოზიციები და ერთ თვეში, იმპიჩმენტის წესით დატოვებს თანამდებობას, აქედან გამომდინარე, მის ქმედებებს არავითარი ინტერესი არ აქვს, ჩვენი გადმოსახედიდან,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი