საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ბანერს, რომელიც ბიუჯეტში შემოსავლების ზრდას ასახავს.
როგორც პაპუაშვილი წერს, საქართველოს რომ სანქციები დაეწესებინა, ბიუჯეტში შემოსავლების ზრდისა და ეკონომიკური განვითარების ტემპის ნაცვლად, ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში იქნებოდა.
„უნდა გვახსოვდეს, ჩვენ რომ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისა და დიპლომატის თავქარიანი რჩევებისთვის დაგვეჯერებინა და სანქციები დაგვეწესებინა, ეს ყველაფერი არ იქნებოდა.
არ იქნებოდა ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა, არ ვიქნებოდით ევროპაში ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური განვითარების ტემპით, არ გვექნებოდა განახევრებული უმუშევრობა და სამჯერ გაზრდილი საშუალო ხელფასი.
სამაგიეროდ, გვეყოლებოდა კმაყოფილი ოპოზიცია და ვიქნებოდით ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, რომლიდან გამოსვლასაც წლები დასჭირდებოდა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.