სახელმწიფოს არსია, დაიცვას სამშობლო, ჩვენ არავისთვის ვიღწვით, მით უმეტეს, რუსეთისთვის, ჩვენ ვიღვწვით საქართველოსთვის - ბიძინა ივანიშვილი

21 ოქტომბერი 2024, 23:13 306 ნახვა

ამ ხალხს ვერაფრით გაუთვითცნობიერებია, რომ საქართველოა ჩვენი სამშობლო, რომ სახელმწიფოს არსია დაიცვას სამშობლო, იდენტობა და ა.შ. ჩვენ არავისთვის არ ვიღწვით, ჩვენ ვიღწვით საქართველოსთვის, არც დასავლეთისთვის და მით უმეტეს, არც რუსეთისთვის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უამრავი რამ გააკეთა ევროკავშირში გასაწევრიანებლად და საქართველოს აქვს საოცარი მიღწევები ყველა მიმართულებით, რითაც ჭეშმარიტი ევროპა ფასობს.

„რამდენი რამ გავაკეთეთ ევროკავშირში შესასვლელად აღარ ჩამოვთვლი. თვითონ ევროკავშირი რის კავშირია და რის საფუძველზე გახდა საინტერესო? სწორედ ქრისტიანულ ფასეულობებზე, ადამიანის ჰუმანურობაზე, თანაბარი კონკურენცია, ბიზნესის ხელშეუხებლობა, სასამართლო დამოუკიდებლობა – ისეთი მიღწევები გვაქვს ყველა მიმართულებით, მსოფლიოს ქვეყნებს ვედრებით. მე გამოვედი რეიტინგებით, მსოფლიოს ან პირველი ვართ, ან სამეულში შევდივართ, ან ხუთეულში შევდივართ პროგრესით. საოცარი მიღწევები გვაქვს ყველა მიმართულებით, ის რითაც ჭეშმარიტი ევროპა ფასობს, ევროპა ტერიტორია კი არაა, ევროპული ფასეულობებია, ჩვენ ვაჟას შვილიშვილები ვართ, ჩვენთვის ეს უცხო არ არის. ნახეთ ვაჟას ნაწერები და ნახეთ ადამიანის ჰუმანურობაზე და ადამიანის უფლებებზე რამდენი უწერია. სხვათა შორის გავიხსენებ, ერთი ადამიანის უფლებები მთავრდება იქ, სადაც ირღვევა მეორე ადამიანის უფლებები. როცა ლგბტ პროპაგანდაზე ვსაუბრობდით ჩვენ, ბევრს არ მოსწონს, ქუჩაში ამას ღაღადებენ, უკაცრავად იქ დავაბრუნე ნაწილი, ადამიანის უფლებები, მარტო მათ არ აქვთ უფლებები გვაქვს ჩვენც და სხვასაც, ვინც არ არის ამ საზოგადოების წევრი, ვისაც არ მოსწონს, მაგრამ თავს არ ესხმის და არ იბრძვის მის წინააღმდეგ.

ვუბრუნდები ევროკავშირის თემას, ჩვენ წაგიყვანთ ევროკავშირში, ამათ მიჰყავხართ რუსეთში, სად ჩანს? ყველა ფასეულობა რაც არის ევროპული „ქართულმა ოცნებამ“ საოცარი წინსვლა გააკეთა ყველა მიმართულებით. ჩვენ რეალური ევროპული ფასეულობების დაფუძნებას და ამ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო გვინდა და არა მოგონილი. ჩვენ წაგიყვანთო? და რით წაგიყვანენ? გასაგებია, რომ ხედავენ წინააღმდეგობას, მსგავსი გლობალური ძალისგან მართული ბიუროკრატები, იქაც ბევრია, მათ კომუნიკაცია აქვთ ერთმანეთში. რას გვსაყვედურობენ ჩვენ ძირითადად, მადლობა ღმერთს, რომ როგორ იქნა რეზოლუციაში ჩაწერეს, რომ რუსეთი სანქციებს არ შეუერთდა, რაც საქართველოს ეკონომიკას დაანგრევდა. ხაზარაძე გამოდის რუსეთს სანქციები დავუწესოთო, 1000-ლარიან პენსიას მოგცემთო. 100 ლარს ვერ გადაიხდის ვინც ეკონომიკა იცის, 100-ლარიან პენსიასაც კი ვერ გადაიხდის გარწმუნებთ ეგ სანქციები რომ დავაწესოთ. ასე უსინდისოდ ცრუობს. ევროკავშირში რით შეჰყავთ მათ და რით შეგვყავს ჩვენ – ომსაც დაიწყებდნენ და სანქციებსაც დაუწესებდნენ, აქ არის წინააღმდეგობა. „გამჭვირვალობის კანონსაც“ დააბრუნებდნენ, ლგბტ-ებსაც დააბრუნებდნენ. ეს არის სხვაობა, აი, ამით ბობოქრობენ. ქვეყანა არ უყვართ, უსამშობლოები არიან და ამით იქაჩებიან, რომ ჩვენ აი ამას ყველაფერს გაუკეთებთ და ჩვენ შეგიყვანთ გრიალით ევროპაში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი