მრავალწლიანი დავა მევახშესთან ქობულეთში

21 ოქტომბერი 2024, 19:53 351 ნახვა

დავა უძრავ ქონებაზე 14 წლის შემდეგ. ქობულეთში დავით აღმაშენებლის 480 ნომერში მცხოვრები, ბერაძეების 6-წევრიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. როგორც ამბობენ, პროკრედიტ ბანკთან საბანკო ვალდებულებების გამო, საცხოვრებელი სახლი ბანკს აუქციონზე, რომ არ გაესხვისებინა, 2011 წელს კერძო პირზე პირადი მოლაპარაკების საფუძველზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ კერძო პირი საცხოვრებელ სახლს ბანკიდან გამოისყიდდა და მათ საბანკო ვალდებულებას სრულად დაუფარავდა, დღეს კი ღია ცის ქვეშ არიან ვინაიდან, მათი მტკიცებით, მინიმალური თანხის სანაცვლოდ ახალმა მესაკუთრემ ქონება სრულად წაართვა.
სახლის ახალი მეპატრონე კი აცხადებს, რომ თანხის დარიცხვისა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, შეთანხმებას ვერ მიაღწია, რის შემდეგაც, საცხოვრისი სრულად გამოისყიდა საფინანსო ორგანიზაციიდან. უძრავი ქონების ახალი მეპატრონე განმარტავს, რომ მან საცხოვრებელი ბანკიდან კანონიერად შეიძინა, რაზეც იპოთეკური დავალიანება დადებული იყო, რომლის გადაფარვა სრულად მას დაევალა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში