თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე. იმისათვის, რომ ეს ჩავარდნა გადაეფარათ, ძველი აქციების კადრებს ავრცელებდნენ, მათ შორის, გაეპარათ ჩვენი აქციის კადრები, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ ჩატარებული მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. კობახიძის განმარტებით, „რადიკალურმა ოპოზიციამ გუშინდელი აქციით, არჩევნები მის ჩატარებამდე, ერთი კვირით ადრე წააგო“.