"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ამ ლოზუნგის ირგვლივ დღეს თბილისში მოქალაქეები აქცია მსვლელობას გამართავენ. ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეები დედაქალაქში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან. 17:00 საათიდან მარშის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველის ობელისკის ტერიტორიაზე, მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე შეიკრიბებიან და მსვლელობით თავისუფლების მოედანზე მივლენ, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით "საქართველო, არ გაუშვებს ხელიდან ისტორიულ შანსს".