პრემიერმა დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსი დაათვალიერა

19 ოქტომბერი 2024, 14:57 281 ნახვა

 

ქუთაისში 720 დევნილი ოჯახი ბინებს მიიღებს. ნიკეას ქუჩაზე სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდა. მშენებლობის ბიუჯეტი 77 მილიონ 347 ათას 872 ლარს შეადგენს. ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები უახლოეს პერიოდში გადაეცემათ.

მთავრობის მეთაური მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცე ეწყობა. სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს კომპანია "ანაგი” ახორციელებს.

დევნილთა განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა საქართველოს 5 ქალაქში - თბილისში, ბორჯომში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს. საცხოვრებელ ფართს ჯამში 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში