ბათუმში მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების ჩანაცვლების პროგრამა იწყება. მომავალი წლის ბოლომდე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლიფტები 98 მისამართზე მოეწყობა.
ლიფტების ჩანაცვლების პროგრამა მოსახლეობის თანადაფინანსებით ხორციელდება. საბინაო ამხანაგობა ღირებულების 1%-ს ფარავს.
სამუშაოების ღირებულება 7 მილიონ 622 ათას ლარს აღემატება.
ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში თურქული კომპანია „აველიჯე მაქინე სანაი ვე თიჯარეთია გამარჯვებული.