ევროპის საბჭოს კონგრესის დეკლარაცია საქართველოს შესახებ 

18 ოქტომბერი 2024, 10:10 236 ნახვა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული სიტუაციის შესახებ დეკლარაცია მიიღო.

დოკუმენტის თანახმად, კონგრესი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ადამიანის უფლებათა საწინააღმდეგო კანონმდებლობა და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც გააღრმავებს საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას, შექმნის პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეს.

დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ კონგრესი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის აშკარა ნიშნებისა და ადამიანის უფლებების შესუსტების გამო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში