დღეიდან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

18 ოქტომბერი 2024, 10:34 308 ნახვა
 

დღეიდან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. პირველ ეტაპზე აცრები  ჩაუტარდება რისკ ჯგუფებს, მათ შორისაა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, სამედიცინო პერსონალი, სკოლამდელი და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით,  ამ ეტაპზე 23 ათასი დოზა ვაქცინაა რეგიონისთვის გათვალისწინებული. 4 ნოემბრიდან კი გრიპის საწინააღმდეგო აცრა ყველა მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ნიდერლანდებში წარმოებული 4 კომპონენტიანი აცრა  გრიპის იმ ვირუსის წინააღმდეგ მოქმედებს, რაც ბოლო წლებში ცირკულირებს.

მედიკოსების ინფორმაციით, ამჟამად, საქართველოში ძირითადად ცირკულირებს ძველი კორონავირუსი, ახალი კორონავირუსი და რინოვირუსი.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში