„ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სვლა, ევროპისკენ თუ მისგან დაშორება“ - ასეთია ევროპელი ლიდერების გზავნილი სტრასბურგიდან. ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური შეფასებების საკითხია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
მმართველმა გუნდმა გზავნილები არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობად შეაფასა. ოპოზიცია კი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობენ .