პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებაზე

17 ოქტომბერი 2024, 18:07 296 ნახვა

საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ფაქტზე საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიაში ამტკიცებენ, რომ გვიან ღამით პარტიის ხელვაჩაურის შტაბის წევრებს, სააგიტაციო მასალის განთავსების შემდეგ, ავტომობილი უმიზეზოდ ჩამოართვეს და დალუქვის გარეშე საჯარიმოზე გადაიყვანეს.
როგორც გაირკვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნივთმტკიცებადაა ამოღებული ავტომანქანა, რომლითაც "ნაცმოძრაობის" აჭარის ლიდერები გადაადგილდებოდნენ და "ქართული ოცნების" ბანერებს ანადგურებდნენ.
შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დაიწყო. ხელვაჩაურში "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერების დაზიანება იყო ბრიფინგის ერთ-ერთი თემა „ქართულ ოცნებაშიც“. მმართველი გუნდის ინფორმაციით, სოფელ სარფში, ბანერები "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრმა რამდენიმე პირთან ერთად ჩამოხია. "ქართული ოცნება" ოპოზიციის მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლასა და რადიკალურ ქმედებებზე საუბრობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში